ჩაქვი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბში მოძრაობა შეიზღუდა- შსს

05 ივნისი 2019, 10:56 2136 ნახვა

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, დღეს 08:00 საათიდან ჩაქვი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბში, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით, ყველა სახის  ავტომობილის გადაადგილება ორი დღით აიკრძალა. გვირაბი 7 ივნისს 08:00 საათზე გაიხსნება. უწყებაში განმარტავენ, რომ შეფერხების მიზეზი  გეგმიური სამუშაოებია.

''ავტოტრანსპორტის მძღოლებს საშუალება აქვთ ორმხრივად იმოძრაონ ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. 
ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ'' - წერია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში