ადვოკატის ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს

04 ივნისი 2019, 21:26 11558 ნახვა

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის ადვოკატი, ისევ აცხადებს რომ იგი თავისუფალია. ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქართველოს  პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო დოკუმენტები, თურქულმა მხარემ არ გაიზიარა.

იგი წინასაპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ ერთხელ უკვე გათავისუფლდა, თუმცა საპატიმროში, პირობების დარღვევის შემდეგ დააბრუნეს. ახლაც პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ საექსტრადიციო პროცესი გრძელდება.  მმართველი გუნდის ოპონენტები, კი საქმის ასეთ მსვლელობაში ხელოვნურ გაჭიანურებას ხედავენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურს ლავასოღლის გადმოცემა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში