,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ბათუმის მერიაში სისტემურ კორუფციაზე საუბრობს

03 ივნისი 2019, 12:23 1261 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ბათუმის მერიაში სისტემურ კორუფციაზე საუბრობს.  2017 წლის აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით ,ლაშა ადამია ამბობს, რომ 2016-17 წელს გამოცხადებული თითქმის ყველა ტენდერი არაჯეროვნად შესრულდა, არ ყოფილა კონკურენტული გარემო და სახეზეა დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვა.

პარტია პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით და შეისწავლოს მერიის აიპებისა და სიპების მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი. როგორც პარტიაში, ამბობენ დასკვნაში ასევე ნახსენებია "ბათუმის კორპუსი" და ქალაქის გამწვანების სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერი.ბრალდებებს ბათუმის მერიაში ჯერ არ პასუხობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში