დინამოელთა კიდევ ერთი  გამარჯვება

02 ივნისი 2019, 21:54 2682 ნახვა

2:1 ამ ანგარიშით, ბათუმის „დინამომ“ რუსთავის საფეხბურთო გუნდი, ანგისის ბაზაზე დაამარცხა. ბათუმელთა მხრიდან გოლები, ვლადიმერ  მამუჩაშვილმა და  ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანეს. 

რუსთაველთა მხრიდან კი,  ერთი  გოლის გატანა ნიკოლაი   ყიფიანმა შეძლო. ამ გამარჯვებით ბათუმელებმა  37 ქულა მოაგროვეს და ჩემპიონატში,  კვლავ  პირველ ადგილზე არიან .შემდეგი თამაში  15 ივნისს  გაიმართება . ბათუმის დინამო გასვლით შეხვედრაში  თბილისის  ლოკომოტივს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი