დაღუპული სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

01 ივნისი 2019, 12:16 1091 ნახვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დაღუპული სამხედროების შვილებს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. პატარებს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლეს. მათ მხიარული სტარტებში იასპარეზეს, შემდეგ კი სამხედროებთან ერთად, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ.

პატარებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს სიმულაციურ ცენტრში, გაისეირნეს კვადროციკლებით, დაესწრნენ ვირტუალური ბრძოლის სცენებს, ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი და პეინტბოლი. ლევან იზორიამ სტუმრებს, მედლები წარწერით - „მამის მეგობრისგან“ გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში