მაქვს დივიდენდი, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე, ეს უფლებას მაძლევს თქვენს წინაშე წავრსდგე - ირმა ზოიძე

31 მაისი 2019, 17:50 2071 ნახვა

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველ კიდევ ერთ კანდიდატ, ირმა ზოიძეს მოუსმინეს. 

''რატომ გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა ამ კონკურსში? ის, რომ კრიტერიუმების ჩამონათვალში ​არის სანდოობის საკითხი და ცნობადობის თემა, ეგეც ძალიან პრეტენზიული განაცხადია და მეტ-ნაკლებად გავბედე... მაქვს რაღაც დივიდენდი, რომელიც დავაგროვე წლების განმავლობაში, რაც უფლებას მაძლევს დღეს თქვენს წინაშე წავრსდგე'' - ასე მიმართა ირმა ზოიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს. 

კანდიდატი ამბობს, რომ იცის როგორ გაზარდოს აუდიტორია, როგორ გახდება ტელევიზია, რადიო და ვები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.  

''უნდა ვემსახუროთ მაყურებელს. ტელევიზორს, რომ ჩართავენ პულსზე ჰქონდეთ ხელი, ჩვენ თუ ამას დავაკმაყოფილებთ სამიზნე აუდიტორია გაიზრდება. უფრო მრავალფეროვანიც გახდება''. 

ირმა ზოიძემ აწარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობის ფორმებზე და სტრუქტურაზეც ისაუბრა. 

''როგორი მმართველობის მწამს მე? ძალიან მნიშვნელოვანი კოლექტივი იყოს საერთო ღირებულებებით. მერე ხდება დელეგირება, ყველას ესმოდეს, რომ ყველას ერთნაირად გვესმის, მაგრამ ვიღაცამ ეს ორგანიზაციულად უნდა მართოს. ასე ვხედავ მე 21-ე საუკუნის მმართველს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ წესები შეიცვალოს და ფორმირება განიცადოს. მე არ მაქვს განცდა და ილუზია, რომ ყველა ერთნაირად იღებს სიახლეს. არიან ადამიანები, რომლებიც უცებ იღებენ და არიან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ. მაგრამ მერე რწმუნდებიან, რომ რაღაცა იცვლება, ამ ადამიანებმა იციან რას აკეთებენ და მოდიან. გვიან, მაგრამ მოდიან... ასე წარმომიდგენია ჩვენი ურთიერთობა კოლექტივის შიგნით და გარეთ საზოგადოებაშიც. მე ამას ერთნაირად განვიხილავ'' - თქვა კონცეფციის წარდგენისა ირმა ზოიძემ. 

დირექტორობის მსურველი ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭოსთან ითანამშრომლებს. 

''სუბიექტური გადაწყვეტილება - მე ვიცი რა არის სწორი და უნდა გამომყვეთ ეს განცდა არ მაქვს. დივიდენდების დასაწერად არ ვამბობ, გულწრფელად ვფიქრობ, რომ მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობა საჭიროა. ​გადავხედე პრიორიტეტებს და მინდა გითხრათ კომპლიმენტი, რომ ის დოკუმენტები, რომელიც დევს საიტზე იძლევა განცდას, რომ მაუწყებელში პროცესი არის გამჭვირვალე. ბიუჯეტი იქნება ეს თუ ხარჯვის ნაწილი, რომ ნაფიქრია. მე არ მაქვს დისკომფორტი, თანხვედრაში ვარ. რაც გაქვთ ძლიერ მხარეში სუსტ მხარეშიც გაქვთ და ამაშიც გეთანხმებით. ეს არის გამოწვევა, რომელიც გადასალახია. მათ შორის არის შენობის თემა, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველას მინდა გავაგებინო, როგორ შეიძლება გადავჭრა ეს პრობლემა. არც სესხის თემაა სარისკო, საქმეს, როცა აკეთებს და ფინანსები არსებობს, ამის დიდ ვადაზე გადანაწილება შესაძლებელია. საქმეში ეს პრობლემად არ აღიქმება'' - თქვა კონკურსანტმა გასაუბრების დროს. 

ირმა ზოიძის განცხადებით, აჭარის მაუწყებელი კოლეგიალური ორგანო უნდა იყოს. ამ ეტაპზე ეს მაუწყებლის სუსტი წერტილია.

''როგორც კი პრინციპებიდან გადახვევა მოხდება და მე ამას დავინახავ. ასეთ სტრუქტურაში მე ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. სადაც კონსტრუქციული თანამშრომლობა შეუძლებელია. სადაც ადამიანებს ხედვების მიმართ აქვთ პრობლემები და არა პრინციპების მიმართებით. თუ ღირებულებების და პრინციპების დონეზეა კონფლიქტი, მე შემიძლია წამოვიდე, მაგრამა ამას არასდროს არ ვაკეთებ ჩუმად'' - თქვა ზოიძემ. 

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის კითხვაზე, რა ვადაში შეიძლება მოხდეს პრიორიტეტების, სტრუქტურის, ხელფასების და სხვა რიგი საკითხების გადახედვა? დირექტორობის მსურველმა უპასუხა, რომ ამას დაახლოებით 7 ან 8 თვე დასჭირდება.  

''2003 მოვედი ტელევიზიაში, რევოლუციის შემდეგ ეტაპზე, როცა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყო. ნაციონალური მოძრაობის წევრები ჯერ აზრზე არ იყვნენ მოსულები. ძალიან მალე ისეთი პროდუქტი დაიდო საოცრება იყო. იდეები მოდიოდა, დუღილი იყო. თუ გადაწყვეტილების მიმღები მოახერხებს, პირველ რიგში ეს უნდა გააკეთოს, უნდა გაათავისუფლოს ადამიანები. თავისუფალ გარემოში იმუშაონ. სამწუხაროდ ცუდი ისტორიული მეხსიერება აქვს აჭარის ტელევიზიას. ეს უნდა გადავალახინოთ და უნდა ვუთხრათ - ''არ შეეშინდეთ''. უნდა ვუთხრათ, რომ მართლა სეროზულად ვფიქრობთ გამოწვევებზე და ამ გამოწვევებში მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანი. მინახავს, როგორ იცვლება სიტუაცია ასეთ შემთხვევაში. ეს შეიძლება გაკეთდეს 7 ან 8 თვეში. მე არ ვამბობს, რომ სრული კომფორტი მოეწყობა ამ ვადაში, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებს მოტივაცია გაუჩნდეთ'' - თქვა გასაუბრების დროს ირმა ზოიძემ. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი