გიორგი ერმაკოვი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

31 მაისი 2019, 14:02 3092 ნახვა

ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

გამოძიება მას სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება.

''აღნიშნულ ბრალს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს. გამომდინარე იქედან, რომ მას ასეთი ქმედება არ ჩაუდენია. იგი დუმილის უფლებას იყენებს,"- უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ჯემალ კიკნაძემ.

ქონების მართვის სამსახურის უფროსის გოგა (ერგასლან) ლომაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ასევე არ აღიარებს. ბრალდებულმა თქვა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობის დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

''სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა. რა თქმა უნდა ბრალს არ აღიარებს და ჩანაწერიც გააკეთა, სადაც ამბობს, რომ მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ამ ეტაპზე ჩვენებაც არ მივეცით ჩვენ. საქმე არის 20 ტომი. სანამ არ გავეცნობით, აზრი არ შემექნება რას გვედავება გამოძიება, კომენტარს არ გავაკეთებ. იგი ამბობს, რომ ტენდერის ჩატარების დროს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან წარდგენილი დოკუმენტაცია ამის ამის საშუალებას აძლევდა, '' - განაცხადა გოგა ლომაძის ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა.

სასამართლოზე გირაოს შეფარდების მოთხოვნის დაყენებას გეგმავს, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის ადვოკატი. ედიშერ მახარაძის თქმით, ბაგრატ მანველიძე ბრალს არ აღიარებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი