დაკავებული მაღალჩინოსნები წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

30 მაისი 2019, 21:05 8871 ნახვა

მასშტაბური დაკავება აჭარაში - დაკავებულები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები - საქმე „იაფი სახლის“ პროექტს და დაკარგულ ასობით ათას ლარს ეხება - პროკურატურა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბათუმის ყოფილ მერს და მოქმედ ვიცე-მერს, ასევე სხვა თანამშრომლებს - მოკლედ ყველას ვინც წარსულში სატენდერო კომისიაში იყო ჩართული, თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

გამოძიების ვერსიით, ამ პირებმა კერძო კომპანიას 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში უპირატესობა ისე მიანიჭეს, რომ არ გაითვალისწინეს არასანდოობა, არ გადაამოწმეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ისე გადაურიცხეს მას თანხა ავანსად. ეს თანხა კი ბიუჯეტმა იზარალა - მილიონ 300 ათასი ლარის დაბრუნება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მაღალჩინოსნები და სხვა საჯარო მოხელეები ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, ისინი აჭარის პროკურორის ბრიფინგის შემდეგ აქ პროკურატურიდან გადმოიყვანეს -  თამუნა გაზდელიანი იმყოფება იზოლატორთან ასე რომ მისგან გავიგებთ უფრო მეტს, თამუნა პირველ რიგში გვითხარი რას ამბობენ ადვოკატები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში