სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ სცნო

30 მაისი 2019, 19:32 3261 ნახვა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. პროკურატირა მერაბ კვირიკაშვილს ბრალს 276-ე მუხლით სდებდა.

გამამართლებელი განაჩენი ,,ლელო სარასენსის‘’ მორაგბეს, მოსამართლე თეიმურას კაპანაძემ გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კვირიკაშვილს 15 000 ლარიანი გირაო და ‘’ბე-ემ -ვეს’’ მარკის ავტომობილი დაუბრუნდება, რომელიც ავტოსადგომზე იყო გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წლის 21 ივლისს მოხდა. ავტოავარიის შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.

მერაბ კვირიკაშვილმა საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებში 115 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 838 მოპოვებული ქულაა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი