ხულოს ოლქმა ციალა შავაძის წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა

30 მაისი 2019, 12:10 1572 ნახვა

ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქმა, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' საჩივარი არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარეს, 19 მაისს, რიგგარეშე არჩევნების დღეს. საარჩევნო პროცესში ხელის შეშლას ედავებოდა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები, ცესკოს დამკვირვებლის, ციალა შავაძის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდნენ. 

ხულოს საარჩევნო კომისიაში, აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ მოკვლევის შედეგად ფაქტი არ დადასტურდა. 84-ე ოლქიდან ცესკოში, 19 მაისის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უკვე გადაიგზავნა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში