ბათუმის დინამოს დამაჯერებელი გამარჯვება - 5:1 /გოლები/

29 მაისი 2019, 22:15 2484 ნახვა

ბათუმში ანგისის ბაზაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი გაიმარა. ,,დინამო’’ ბათუმმა დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა ბოლნისის ,,სიონი’’.  39-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში გიორგი ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ ლამაზი დარტყმით ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა და პირველი ტაიმი ,,დინამომ’’ 1 : 0 მოიგო.მეორე ტაიმში 62-ე წუთზე თერთმეტრმეტრიანი დარტყმით გაბრიელ რამსომა სხვაობა ორამდე გაზარდა. 66-ე წუთზე კი ბენჟამინ ტეიდმა შორეული დატყმით 3:0 დააფიქსირა.

ამის შემდეგ თამაშის სადავეები კვლავ ბათუმელების მხარეს იყო და 77-ე წუთზე ნიკა საბანაძის პასის შემდეგ ვლადიმერ მამუჩაშვილმა დუბლი გაიფორმა.ბოლნისელებმა პრესტიჟის გოლი 84-ე წუთზე გაიტანეს გოლის ავტორი რომან ჩაჩუა გახდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 93-ე წუთზე ვალერიან თევდორაძის გადაცემის შემდეგ ნიკა საბანაძემ დააფიქსირა.

16 ტურის შემდეგ ‘’დინამო’’ ბათუმს 34 ქულა აქვს და თბილისის ‘’საბურთალოსთან’’ ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. შემდეგ შეხვედრას შავიზღვისპირული გუნდი 2 ივნისს ანგისის ბაზაზე ,,რუსთავის’’ წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი