ველობილიკზე პარკირებისთვის 50 ლარიანი ჯარიმა დაწესდა

29 მაისი 2019, 16:32 12947 ნახვა

დღეს, 29 მაისს, დეპუტატებმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები დაამტკიცეს. ერთ-ერთი ცვლილება კი ველობილიკებზე დაპარკინგებულ ავტომობილებს შეეხება. 

კანონში გაჩნდა ჩანაწერი - თუ მძღოლი ავტომობილს ველობილიკზე გააჩერებს ან მასზე იმოძრავებს,  50 ლარით დაჯარიმდება. აქამდე, ისინი არასწორი პარკირების მუხლით ჯარიმდებოდნენ.  

დღესვე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის თანახმად, შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილის  დაჭერისთვის,  ველობილიკის ჩახერგვის მსგავსად, ჯარიმა  50 ლარია. 

მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება თუ მისი სატრანსპორტო საშუალება გზაზე გაჩერდება ან იმოძრავებს  ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან "TEST" ნომრის გარეშე.​

დღესვე კოდექსით გაიზარდა ავტობუსში ჯარიმის გადასახადი, თუ მგზავრობის ბილეთი არ გაქვთ. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში