იძულებითი აუქციონის წესში საწყისი ფასის ნულიდან დაწყება - სასამართლოს გადაწყვეტილება

29 მაისი 2019, 12:00 1150 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ქონების იძულებითი აუქციონის წესში საწყისი ფასის ნულიდან დაწყება არაკონსტიტუციურად ცნო. არსებული წესის მიხედვით ქონების იძულებითი აუქციონი სამ ეტაპად მიმდინარეობს. ქონება პირველ ეტაპზე საწყისი  ღირებულების 75 პროცენტია, მეორე ეტაპზე კი  50 პროცენტამდე.

გასაყიდი ქონების ფასი ნულდება იმ  შემთხვევაში თუ ქონების რეალიზაცია მეორე აუქციონითაც ვერ მოხერხდა. მოსარჩელე რემზი შარაძე მიიჩნევს, ამის გამო ქონების მფლობელი ვალის რაოდენობის მიუხედავად კარგავს მთელ ქონებას. სასამართლოს გადაწყვეტილება მიდმინარე წლის  30 აგვისტოდან შედის ძალაში.  მანამდე ს იუსტიციის მინისტრმა იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის შესახებ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილება უნდა შეიტანოს.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში