ყველაფერი რაც ევროპა ლიგის ფინალამდე უნდა ვიცოდეთ

29 მაისი 2019, 12:36 2850 ნახვა

დღეს ევროპა ლიგის 48-ე ფინალურ დაპირისპირებას ბაქოს ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს. ფინალში ორი ინგლისის ლონდონური კლუბი ,,ჩელსი’’ და ,,არსენალი’’ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

 

მოგება ორივეს სჭირდება

ლონდონის ,,არსენალს’’ ევროპა ლიგა არასდროს მოუგია , თანაც ‘’მეთოფეები’’ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ამ ფინალის მოგება სჭირდებათ. ,,ჩელსი’’ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კი მოხვდება , თუმცა მაურისიო სარის უტიტულოდ სეზონის დასრულება არ უნდა და თანაც მისი სამსახურიც ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული.

 

მხითარიანი და აზერბაიჯანი

ლონდონის ,,არსენალის’’ სომეხი ფეხბურთელი ჰენრიკ მხითარიანი ბაქოში არ გაემგზავრა. აზერბაიჯანულმა მხარემ უეფას სრული უსაფრთხოების გარანტიები მისცა ,თუმცა მხითარიანმა უარი განაცხადა ბაქოში გამგზავრებაზე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები , სადაც აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ჰენრიკ მხითრიანის საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილ გულშემატკივრებს აჩერებენ.

 

დანაკლისი ორივეს აქვს

დღევანდელ მატჩში ორივე გუნდს დანაკლისით მოუწევს თამაში . ,,ჩელსის’’ დღევანდელ მატჩში ლოფტუს-ჩიკი, ვან გინკელი, ჰადსონ-ოდოი დააკლდებიან, ასევე საეჭვოა ნკოლო კანტეს და კეჰილის თამაშიც. ,,არსენალს’’ კი დღევანდელ შეხვედრაში რემსი, ბელერინი, დენის სუარესი, ჰოლდინგი და მხითარიანი დააკლდებიან. საეჭვოა დენი ველბეკის თამაში.

 

ჩელსი უფრო ძვირადღირებულია

გერმანული სატრანსფერო სააგენტოს ინფორმაციით ლონდონის ,,ჩელსის’’ 26 ფეხბურთელი ღირებულება 885 მილიონი ევროა.,,არისტოკრატები’’ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 28 წლის ბელგიელი შემტევი ედენ აზარია, რომლიც ღირებულებაც 150 მილიონი ევროა. ,,არესენალი’’ 26 ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი კი 625 მილიონი ევროა. ,,მეთოფეების’’ რიგებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 29 წლის გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, რომლის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.

 

გახსნილი და შემტევი ფეხბურთი

ლონდონის ,,არსენალის’’ შემადგენლობას შესანიშნავი დუეტი ჰყავს პიერ-ემერიკ ობამიეიანგისა და ალექსანდრ ლაკაზეტის სახით, რომლებმაც ჯამში 54 გოლი გაიტანეს, ,,ჩელსის’’ მხრიდან კი ბომბარდირობისთვის იბრძვის ოლივიე ჟირუ, ტანმაღალმა ფრანგმა ამ სეზონში ევროპა ლიგაზე 10 გოლის გატანა მოახერხა და ლუკა იოვოჩთან ერთად ბომბარდირთა ცხრილის სათავეს იყოფს.

 

სრული სტატისტიკა

,,ჩელსი’’ და ,,არსენალი’’ ერთმანეთს სულ 177 ჯერ შეხვდნენ. აქედან 58 მატჩის მოგება ,,არისტოკრატებმა’’ შეძლეს , 51 ფრედ დასრულდა და 68 ჯერ გამარჯვებული ,,არსენალი’’ დარჩა.

 

ბოლო თამაში

,,არსენალის’’ 39 წლის ჩეხი მეკარე პეტერ ჩეხი კარიერის ბოლო მატჩს გამართავს.ბრიტანულ მედიასაც თუ დავუჯერებთ ბელგიელი ედენ აზარი ,,ჩელის’’ ამ ზაფხულში დატოვებს და კარიერას მადრიდის ,,რეალში’’ გააგრძელებს. შესაძლოა ,,ჩელსის’’ იტალიელი დამრიგებლისთვის მაურისიო სარისათვისაც ბოლო მატჩი აღმოჩნდეს ,,არსტოკრატების’’ მთავრი მწვრთნელის პოზიციიაზე . ,,ჩელსის’’ მესვეურები იტალიელის მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში