ლარმა დოლართან გაუფასურების რეკორდი მოხსნა

29 მაისი 2019, 11:00 2389 ნახვა

ლარმა დოლართან გაუფასურების რეკორდი მოხსნა. დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ერთი დოლარის ღირებულება 2,7876 ლარია. რაც ლარის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 65 თეთრით ხოლო ევროსთან მიმართებაში 53 თეთრით გაუფასურდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ყველა მთავარ უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში თითქმის ყოველდღიურად უფასურდებოდა.

ეროვნული ბანკი ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში