დღეს ბათუმის ''დინამო'' ბოლნისის ''სიონს'' დაუპირისპირდება

29 მაისი 2019, 10:45 717 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის ''დინამო'' ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლებს.  თამაში დღეს, 29 მაისს,  20:30 საათზე დაიწყება. მატჩი ბათუმში,  ანგისის ბაზაზე  გაიმართება.

​ბათუმის ''დინამო'' ამ დროისთვის ეროვნულ ლიგაში 31 ქულით მეორე პოზიციას იჭერს და პირველ ადგილზე მყოფ "საბურთალოს'' მხოლოდ სამი  ქულით ჩამორჩება.

გუშინ, ბათუმის ''დინამომ'' ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა,  სადაც  გულშემატკივრებს და მაყურებლებს სტადიონზე ქცევის წესები დაიცვისკენ  მოუწოდებს.

გასულ საშინაო მატჩებში, მაყურებლის მხრიდან წესების დარღვევა დაფიქსირდა - მაყურებლებმა ისროლეს პლასტმასის ბოთლები, დაფიქსირდა მოედანზე შეჭრის ფაქტიც, რისთვისაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბი დააჯარიმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი