''კიევში ხვალ ჩავფრინდები'' - მიხეილ სააკაშვილი

28 მაისი 2019, 19:07 2905 ნახვა

ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია'' - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ გააკეთა. ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' ეთერში თქვა, რომ უკრაინაში მის წინააღმდეგ ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა იყო, როგორიც საქართველოშია.

„ვლადიმირ ზელენსკიმ დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორიც არის საქართველოში. ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში დროებით, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება.

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას, გამოსტაცებს ხელიდან და ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესისი ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, 2017 წლის ივლისში კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში