სარფში მოქალაქეებს 4,820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდათ

28 მაისი 2019, 12:04 2297 ნახვა

21-24 მაისს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერებისას 4,820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის  მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების აღმოჩენილი სიგარეტი ჩამოართვეს. კანონდარღვევისთვის კი ისინი ათას ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

''არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა შეეფარდათ'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში