ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი - თორნიკე რიჟვაძე მინისტრის გათავისუფლებაზე

28 მაისი 2019, 12:13 5207 ნახვა

აჭარის განათლების უკვე ყოფილი მინისტრის გათავისუფლების შესახებ გადაწვეტილება, როგორც  აჭარის   მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება  ერთ საათში მიიღო. ,,მთავარის“ ეთერში“ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მასთან ჰქონდა კომუნიკაციაც, თუმცა არ დაუდასტურებია მას უთხრა თუ არა ინგა შამილიშვილს, რომ აპირებდა მის გათავისუფლებას. თორნიკე რიჟვაძემ დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის დროშის ფრიალი ბათუმში  მძიმე ფაქტად  შეაფასა.

 იგი   მინისტრის  გათავისუფლების სხვა მიზეზებს კატეგორიულად გამორიცხავს.   ვინ ჩაანაცვლებს ინგა შამილიშვილს ამ ეტაპზე უცნობია,  თუ ვის ჩააბარებს უწყებას რეგიონის პირველი პირი, ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი