საქართველოს რკინიგზის განცხადება

20 აგვისტო 2016, 00:00 2688 ნახვა

საქართველოს რკინიგზა ახალ, ორსართულიან მატარებელში მოწევის აკრძალვის შესახებ მგზავრებს აფრთხილებს და მიმართავს, რომ მატარებელში სიგარეტის მოწევა აკრძალულია და ის საშიშროებას უქმნის მატარებლის უსაფრთხოებას. გარდა ამისა, მატარებელები აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მაღალმგრძნობიარე სენსორებს ელექტრო სიგარეტის კვამლისა და თამბაქოს ბოლის აღმოჩენისას მოქმედებაში მოჰყავს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რაც თავის მხრივ ბლოკავს მატარებელის სხვადასხვა კვანძს და შესაძლოა მისი სრული გაჩერება გამოიწვიოს. ბათუმი-თბილისის ელექტრომატარებლის N803 რეისის შესრულების დროს სამი ასეთი ფაქტი გამოვლინდა. ელექრო სიგარეტისა და თამბაქოს მოხმარების მცდელობამ გათიშა კონდიცირების ქსელი, რასაც მოჰყვა სისტემების გათიშვა. - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში