მაშველები მოსწავლეს ეძებენ, რომელიც ჩანჩქერთან წყალში ჩავარდა და დინებამ წაიღო 

26 მაისი 2019, 22:40 3167 ნახვა

სამაშველო სამსახური 16 წლის გოგოს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ ჩანჩქერთან წყალში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.  გოგონა კლასელებთან ერთად, ლაგოდეხში ექსკურსიაზე იმყოფებოდა. 

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით,  „112“-ში  შეტყობინება შევიდა, რომ „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,  ერთ-ერთი მოსწავლე მდინარეში ჩავარდა.

მითითებულ ადგილზე, რეინჯერები და  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.

"ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში. ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება" - წერია საგანგებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი