ბათუმის მერია იმ ფესტივალის ორგანიზატორთა სიიდან ამოიღეს, რომლის მონაწილეებს რუსული დროშები ჰქონდათ 

26 მაისი 2019, 21:00 4138 ნახვა

აჭარის მთავრობის ვებ-პორტალზე, ფესტივალის "ოქროს დელფინის" ორგანიზატორების ჩამონათვალიდან, ბათუმის მერია გაქრა.

დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ქუჩებში გამოჩენილი რუსული დროშებისა და ამ ამბის გამო, განათლების მინისტრის გადაყენების შემდეგ, აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე სტატიის რედაქტირება მოხდა.

სტატია “ოქროს დელფინი - ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ 24 მაისს გამოქვეყნდა. მის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ფესტივალი ტრადიციულია და მისი მხარდამჭერები არიან - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის მუსიკალური ცენტრი, საკონცერტო დარბაზი „არსიანი“, სამი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაცია: CIOFF, FOLKWORLD და FIDAF. კონკურსის ორგანიზატორია კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოება.

დღეს, 26 მაისს, სტატია შეცვალეს და ორგანიზატორების ჩამონათვალიდან ბათუმის მერია გაქრა. აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ვადაჭკორიამ განაცახდა, რომ სტატიის რედაქტირება ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოხდა.

განათლების სამინისტროში ამ დრომდე არა აქვთ პასუხი, რა ფორმით დააფინანსა თვითმმართველობამ ფესტივალი, თუმცა ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ფესტივალი ნაწილობრივ მერიის „თავისუფალი პროექტების“ პროგრამის ფარგლებში დააფინანსდა. მიუხედავად ამისა , მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თეკლა ჩიჩუას განმარტებით, მათ ფესტივალის მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. სტატიის ორივე ვერსიაში ფესტივალის მონაწილე ქვეყნებს შორის დასახელებულია რუსეთიც.

 

განათლების მინისტრის გადაყენებამდე მთავრობის ვებ-პორტალზე სტატიის ვერსია,სადაც  ბათუმის მერია ფესტივალის ორგანიზატორებს შორის არის მოხსენიებული. 

სტატიის ვერისია რედაქტირების შემდეგ, სადაც ორგანიზატორებიდან ბათუმის მერია გაქრა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი