ოკუპანტის დროშას შეწირული თანამდებობა

26 მაისი 2019, 20:06 3493 ნახვა

თანამდებობიდან რომ გადამაყენა ტელევიზიით გავიგე - თქვა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა  კვირის მთავართან. ინგა შამილიშვილი  დღეიდან   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  აღარ უხელმძღვანელებს.თანამდებობა მას მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძემ მას შემდეგ დაატოვებინა, რაც ბათუმის ქუჩებში ფესტივალის ფარგლებში სტუმრები რუსეთიდან  რუსული დროშებით გამოჩნდნენ.

ფესტივალ  „ოქროს დელფინში“  რუსული ანსამბლის მონაწილეობაზე  განმარტება ჯერ კიდევ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით გააკეთა ''ეს არის ბავშვთა ფესტივალი და არა პოლიტიკა'', აღნიშნა შამილიშვილმა. მიუხედავდ იმისა, რომ რუსულმა დროშებმა სოციალური ქსელისა და მედიის ყურადღება მაშინვე მიიქცია, მინისტრის გადაყენებამ  პოლიტიკური სპექტრის პოლარიზება მაინც გამოიწვია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღევანდელი ფაქტი მხოლოდ საბაბად მიიჩნიეს.

ითქვა  რომ რიჟვაძე პატარაძის მინისტრთა კაბინეტის წევრის გაშვებას ისედაც გეგმავდა. რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი უწოდა დღეს რუსული დროშების გამოჩენას  ბათუმის ქუჩებში   ლადო მგალობლიშვილმა, რიჟვაძეს კი გადაწყვეტილება მოუწონა.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში