მატარებლის მგზავრებს საჩუქრები დაურიგეს

26 მაისი 2019, 11:04 2025 ნახვა

დღეს საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. თბილისი - ბათუმის რეისზე, მგზავრებისთვის ვიქტორინა მოაწყო და გამარჯვებულებს ბრენდირებული ქოლგები, ჩანთები და სუვენირები დაურიგა.

'' საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ სპეციალური გათამაშება დააწესა. შესაბამისად, კითხვები ისმებოდა საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. სწორი პასუხის შემთხვევაში, გამარჯვებულებს საქართველოს რკინიგზის ლოგოთი ბრენდირებული ნივთები გადავეცით.

გარდა ამისა,  26-ე და 101-ე ადგილის მქონე მგზავრებს, კონკურსში მონაწილეობის გარეშე გადავეცით შესაბამისი პრიზები იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, 26 მაისს, საქართველოში აღინიშნება დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი'' - განაცხადა ჩვენთან საუბარში საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის სამსახურის უფროსმა ლევან ლომსაძემ.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში