ენმ ციალა შავაძის წინააღმდეგ

24 მაისი 2019, 17:30 1360 ნახვა

ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას, „ერთიან ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. გია აბულაძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ციალა შავაძე პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს და უმჯობესია ოლქის ნაცვლად პარტიაში იმუშაოს.  
 

ოპოზიციონერი დეპუტატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, 2020 წლის არჩევნებამდე ის დაკავებული პოზიციიდან გადააყენონ.  ციალა შავაძე კომენტარს ბრალდებაზე არ აკეთებს, საკითხის არ გამოხმაურებია ამ დრომდე ცენტრალური საარჩევნო კომისიაშიც. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში