ახალი რეგულაციები შრომის უსაფრთხოებაზე სრულად სექტემებრიდან ამოქმედდება

24 მაისი 2019, 18:18 1451 ნახვა

სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო და დასაქმებულისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნა, სწორედ ამ საკითხის ირგვლივ იმსჯელეს დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე. ცვლილება რომელიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, გასული წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდა, რამდენიმე თვეში, შემოდგომაზე,  სრულად ამოქმედდება.

პირველ ეტაპზე სიახლე მომეტებული საფრთხის მქონე ობიექტებს შეეხება. სიახლის მიხედვით, დამსაქმებელი კომპანიები ვალდებულები ხდებიან გაითვალისწინონ სამუშაო ადგილზე ფიზიკური,  ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები, შეუქმნან დასაქმებულს უკეთესი სამუშაო პირობები, და ასევე შეაფასონ სამუშაოდ არსებული ტექნიკური აღჭურვილობა.

ცვლილებების მიხედვით, შრომის ინსპექციის დეპარტამენტს უფლება აქვს უსაფრთხოების ნორმები ობიექტებზე ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში