კომისიის თავმჯდომარე: სტუდენტს აქვს გარკვეული მტკიცებულებები

24 მაისი 2019, 13:23 3634 ნახვა

დისციპლინური კომისიის სხდომა რომელზეც სტუდენტს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მოუსმინეს, დასრულდა. კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ სტუდენტს აქვს გარკვეული მტკიცებულებები. 

"სტუდენტის გამოკითხვა დღეს დასრულდა და დაგეგმილი გვაქვს მეორე მხარის გამოკითხვა, არის გარკვეული მტკიცებულებები, რაზეც ვიმსჯელებთ. 19 წლის სტუდენტი აფიქსირებს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა. მას არ სურს, რომ საჯარო სივრცეში გახმაურდეს მისი ვინაობა, თუმცა  პოზიცია არ შეუცვლია და მაქსიმალურად თანამშრომლობს კომისიასთან" - განაცხადა ანზორ ბერიძემ მას შედეგ, რაც სტუდენტი გოგონას მოსმენა, რომელიც ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, დისციპლინარულმა კომიასიამ დაასრულა.

დისციპლინარულმა კომიასია 7 წევრისგან შედგება, ისინი ამბობენ რომ მეორე მხარესაც უახლოეს პერიოდში მოუსმენენ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დაეკისრება თუ არა რაიმე ტიპის სანქცია ომარ მახარაძეს, რომელსაც ადანაშაულებს 19 წლის გოგონა სექსუალურ შევიწროებაში. 

ომარ მახარაძე ბათუმის საკრებულოს წევრი და თანამდებობის პირია, ის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს. სწორედ საკრებულოდან იმყოფება ის მივლინებით უკრაინაში.  

"ლექტორი როგორც კი იქნება ქალაქში, მას შევხდებით. იგი 28 მაისს დაბრუნდება საქართველოში. ორივე მხარის მოსმენის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", -  განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ ბერიძე. 

თუ ეთიკის საბჭომ დარღვევა დააფიქსირა, მტკიცებულებების მიხედვით განესაზღვრება ლექტორს მიიღებს შენიშვნას, საყვედურს თუ შეუწყდება ხელშეკრულება და ვეღარ იმუშავებს ბსუ-ში ლექტორად. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი