წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

23 მაისი 2019, 17:44 2914 ნახვა

წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "კურიერის" ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ - ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.  

მედიასაშუალების ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარზე უარი თქვეს. გადამრებ ჯგუფს თავს რამდენიმე ადამიანი მას შემდეგ დაესხა, როცა ისინი ავტომობილში ჯდებოდნენ.  

ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე  ქუთაისის "ევექსის" კლინიკაში არიან გადაყვანილი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა ჟურნალისტთან დაკავშირებას, თუმცა ტელეფონი გათიშულია აქვს. "რუსთავი 2" ინფორმაციით, ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის გუგა აქვს დაზიანებული. ექიმების თქმით, მიმდინარეობს მდგომარეობის შეფასება/დაკვირვება დინამიკაში.

"კურიერის" ავრცელებს ფოტოებსაც, რომელიც  ოპერატორმა თავდასხმის დროს გადარება შეძლო. კადრები  "რუსთავი2"-ის ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულების სახით არის წარდგენილი. 

შსს ინფორმაციით,  დადგენილია ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია პოლიციაში. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, "ბ" ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

 

ფოტოს რუსთავი ორი ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში