დღეს ბათუმის დინამო საჩხერეს ჩიხურას დაუპირისპირდება

23 მაისი 2019, 16:06 1991 ნახვა

დღეს, 23 მაისს, 19 საათზე საჩხერეს "ჩიხურა" ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

​ბათუმის დინამო ამ დროისთვის ეროვნულ ლიგაში 28 ქულით მეორე პოზიციაზეა და პირველ ადგილზე მყოფ "საბურთალოს'' მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ჩიხურა კი, 22 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

მატჩის ყურება, აჭარის ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში