ლაშა ტალახაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა

21 მაისი 2019, 11:23 1702 ნახვა

ქართველ ძალოსანს, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, ოლიმპიურ რეკორდსმენს, საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენების კავალერს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება დღეს, 21 მაისს მიანიჭეს.

ლაშა ტალახაძეს  ჯილდო სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა. 

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით შედეგად, ზედიზედ მეორედ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა. მან გამოკითხვაში 17,800 ხმა მიიღო.

გუშინ ქობულეთში დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში