მე-17 სკოლის რეაბილიტაცია

19 აგვისტო 2016, 00:00 1428 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მე-17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სადაც ამ ეტაპზე შიდა მოსაპირკეთბელი სამუშაოები მიმდინარეობს. გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები. ახალი სასწავლო წლისთვის სკოლა აღიჭურვება სასწავლო და საოფისე ინვენტარით. სამუშაოების ღირებულება 850 ათას 729 ლარია. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წელს 19 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია ტარდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 5 მილიონ 650 ათას ლარს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში