მახვილაურში წყალს ბათუმიდან ავტომანქანებით ეზიდებიან

20 მაისი 2019, 18:25 1835 ნახვა

თითქმის ერთი წელი სასმელი წყლის გარეშე. სოფელ მახვილაურის მოსახლეობა გვიყვება, რომ მას შემდეგ რაც ავტობანის გასაყვანად კლდის აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო,  სოფელში წყლის დებეტი გაქრა.  ათეულობით ოჯახს ახლა სასმელ წყალს  კონტრაქტორი სამშენებლო  კომპანია აწვდის, რომელიც წყალს ყოველ დილით ბათუმიდან ეზიდება და ასე უვსებს ავზებს.

სოფელში 30 ოჯახია წყლის გარეშე დარჩენილი,  ბათუმის წყალსა და ხელვაჩაურის მერიაში კი იმას არკვევდნენ ვისი კომპეტენციაა ამ პრობლემის მოგვარება, რადგან სოფელი მახვილაური წლების წინ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში