მერის რიგგარეშე არჩევნები ხულოში

20 მაისი 2019, 15:30 1605 ნახვა

არჩევნებზე მისული მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტმა მხარი ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭირა. ვახტანგ ბერიძე ცესკოს საბოლოო  შედეგების გამოცხადების შემდეგ მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დარღვევებისა და ზეწოლის ფონზე მიიღო მხარდაჭერა ვახტანგ ბერიძემ.

 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 21 საჩივარი შევიდა, თუმცა როგორც ოლქის თავმჯდომარე აცხადებს, ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში