მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული

20 მაისი 2019, 15:05 956 ნახვა

-საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია  დაკავებული. ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გაავრცელა. უწყებამ ასევე გაასაჯაროვა ვიდეო მასალა, რომელშიც სავარაუდოდ დანაშაულში მონაწილე პირები ფიგურირებენ.

გამოძიების  ინფორმაციით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი