კოპა ამერიკაზე ბრაზილიის  ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

20 მაისი 2019, 14:04 2355 ნახვა

კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ნაკრებში  მოხვდნენ ‘’პსჟ’’- ს ლიდერი ნეიმარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტრავმა მოირჩინა. ეროვნული გუნდისთვის გაირჯება 36 წლის ვეტერანი დანი ალვეშიც.

ბრაზილიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, ტიტემ მხოლოდ 3 სპორტსმენს დაუძახა.

ნაკრებში არ გამოიძახეს მადრიდის ‘’რეალის’’ განაპირა მცველი მარსელო, ასევე, ნაკრებს მიღმა დარჩნენ ‘’იუვენტუსის’’ შემტევი დუგლას კოშტა, ‘’ტოტენჰემის’’ თავდამსხმელი ლუკას მოურა და "ლივერპულის" ნახევარმცველი ფაბინიო, რომელსაც წელს კარგი სეზონი აქვს.

‘’კოპა 2019’’ -ს წელს ბრაზილია მასპინძლობს. ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და ფინალური მატჩი რიო დე ჟანეიროში, 7 ივლისს გაიმართება. 

კოპა ამერიკაზე წელს პირველად მოიწვიეს ორი ქვეყანა - ყატარი და იაპონია. 

ტურნირის მატჩებს ბრაზილიის ექვსი სტადიონი - ‘’მარაკანა’’ , ‘’მორუმბი’’ , ‘’კორინთიას არენა’’, ‘’ ესტადიო მინეირო’’, ‘’არენა გრემიო’’ და ‘’იტაიპავა არენა ფონტე ნოვა’’ უმასპინძლებს.

 

მეკარეები : ​ალისონი ( ლივერპული ) , ედერსონი ( მანჩესტერ სიტი ) , კასსიო ( კორინთიასი )

მცველები : ​მარკინიოსი (პსჟ) . ფელიპე ლუისი ( ატლეტიკო მადრიდი ) , ალექს სანდრო ( იუვენტუსი) , ედერ მილიტაო ( პორტო ) , ჟოაო მირანდა ( ინტერი ) , ფაგნერი ( კორინთეასი ) , დანიელ ალვეში ( პსჟ) .

ნახევარმცველები : ​კაზემირო ( მადრიდის რეალი ) , ფერნანდინიო ( მანჩესეტრ სიტი ) , ალანი ( ნაპოლი) , ლუკას პაკეტა ( მილანი ) , არტური ( ბარსელონა )

თავდამსხმელები : ნეიმარი ( პსჟ ) , რიჩარლისონი ( ევერტონი ) , დავიდ ნერეში ( აიაქსი ) , გაბრიელ ჟესუსი ( მანჩესტერ სიტი ) , ფირმინო ( ლივერპული ) , ევერტონი ( გრემიო ) , ფელიპე კოუტინიო ( ბარსელონა ) .

 

ავტორი: სეო წილოსანი 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში