4 თვეში, ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა 4%-ით შემცირდა - NDI

20 მაისი 2019, 12:17 3354 ნახვა

მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი? – ''ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მკვლევარებმა ეს შეკითხვა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასობით მოქალაქეს დაუსვეს. 

რესპონდენტების 74%-თვის ნატოს წევრობა მისაღებია. 15%-თვის მიუღებელი, გამოკითხულთა 10%-მა კი დასმულ კითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ ''არ იცის''. 

2018 წლის დეკემბერში ნატოს მხარდაჭერის მაჩვენებელი 78%-ი იყო.

კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტად სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ემხრობა. გამოკითხულთა 81% ფიქრობს, რომ მთავრობის ეს მიზანი მისაღებია. 

მოქალაქეთა 53% ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მეორე პოზიციაზე ეკონომიკური ფაქტორია. გამოკითხულთა 37%-ის აზრით ეს ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში