ეს არის სამარცხვინო და კომიკური ფიგურა - ხატია დეკანოიძე ღარიბაშვილის სექსისტურ განცხადებაზე

20 მაისი 2019, 11:58 2414 ნახვა

პარტია ''ქართული ოცნების'' პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზუგდიდის მერობის კანდიდატზე სანდრა რულოვსზე, სექსისტური განცხადებები გააკეთა. გუშინ მან თქვა, რომ  მიხეილ სააკაშვილმა ცოლი ბრძოლაში გამოუშვა. 

ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას დღეს, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა. მისივე თქმით, ნებისმიერი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, ირაკლი ღარიბაშვილს ბევრად სჯობს.

''პირდაპირ გეტყვით, ეს არის სამარცხვინო, კომიკური, კარიკატურული ფიგურა. მე ამ შემთხევაში, როგორც ქალი პოლიტიკოსები მივმართავ მას, ნებისმიერი ჩვენგანი, თქვენ გჯობივართ ზუსტად ამ სამარცხვინო და ამ რეალურად სექსისტური განცხადებების გამო. ნებისმიერი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენს გაერთიანებაშია გჯობიათ ბრძოლით, ეფექტურობით, განათლებით, ჭკუით და ა.შ'' - უთხრა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ დეკანოიძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მმართველი გუნდის წევრებს, ქალ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მსგავსი შინაარსის განცხადებები დაგმონ. 

''პოლიტიკაში ქალი ძალიან ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, მათ შორის მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ერთად დავგმოთ, არა, წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომელიც ჩვენი ქალი პოლიტიკოსების მიმართ ხორციელდება'' - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში