ქედაში კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

19 მაისი 2019, 14:00 3517 ნახვა

დაბა ქედაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში სურმანიძეების ბინა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ადგილზე ​სახანძრო-სამშველო ჯგუფები იყო მობილიზებული.

ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მერიაში ამბობენ,  რომ  სურმანიძეების 4 წევრიან ოჯახს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან, ასევე მერია უზრუნველყოფს ოჯახის ქირით გაყვანას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში