ამომრჩევლის ნების კონტროლში დადანაშაულებული ქალი, ჟურნალისტებს დალოცვით პასუხობს

19 მაისი 2019, 12:54 1462 ნახვა

ზუგდიდში, 21-ე და 87-ე საარჩევნო უბნებზე ხმაური იყო. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' კორდინატორსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ''ქართული ოცნების'' აქტივისტებს სამაგიდო სიები ჰქონდათ, სადაც პერსონალური ინფორმაცია იკითხებოდა.  

გაერთიანებული ოპოზიციის კორდინატორების  თქმით, მმართველი გუნდი ზეწოლით ცდილობს, ამომრჩევლებს მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმა მიაცემინონ. 

ბრალდების ადრესატები, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამაგიდო სიების არსებობას უარყოფენ. ამბობენ, რომ ისინი ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას მხარდამჭერები და ამავე უბნის ამომრჩევლები არიან. სიებთან კი კავშირი არ აქვთ. 

ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი თქმით, ოცნება არჩევნების ძალადობრივი მეთოდით გაყალბებას აპირებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში