გიორგი გახარია - გუშინ ზუგდიდის უბანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან არ უსვრიათ

19 მაისი 2019, 09:49 1878 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ გუშინ, 18 მაისს, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა.

„აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს, თუ უბრალო სამართალდარღვევები, პოლიციისა და შსს-ს რეაგირება ექნება, განურჩევლად მხარეებისა. იქნება აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი რეაგირება, ისე როგორც მოვახდინეთ გასროლის შემთხვევის დროს ზუგდიდში. ახლა მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი, თუმცა სანამ შსს არ გაერკვევა ბოლომდე, რა მოხდა, ეს პიროვნება არის დაკავებული“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში, 18 მაისს, 87-ე საარჩევნო უბანთან იარაღიდან გაისროლეს. შსს გუშინ ორი პირი დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში