120 837 ამომრჩეველი დღეს ზუგდიდის მერს აირჩევს 

19 მაისი 2019, 08:02 1208 ნახვა

13 კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება ზუგდიდელებს. ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან 67-ე  ოლქში 107 უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 120 ათას 837. 

პოლიტიკური პარტიები  და დამკვირვებლები ყველაზე დაძაბულ არჩევნებს აქ ვარაუდობენ. არ გამორიცხავენ მეორე ტურსაც, რომელზეც გიორგი შენგელიას და სანდრა რულოვსს, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს მოიაზრებენ.

წინასაარჩევნო პერიოდი ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ამის  გათვალისწინებით, ოპოზიციამ ზუგდიდში 5 ათასამდე დამკვირვებლის მობილიზება დააანონსა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში