ბრიფინგი ცესკოში

18 მაისი 2019, 21:17 1476 ნახვა

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ანა მიქელაძის თქმით, ხვალ, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში