საქართველოში ბოლო ორ დღეში, მიწისძვრა ორჯერ დაფიქსირდა

17 მაისი 2019, 18:11 2688 ნახვა

სეისმოლოგების ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა განმეორებითი დაფიქსირდა. ეპიცენტრი კვლავაც წალკა იყო. 

მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 3.2 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა, დღეს, 17 მაისს, თბილისის დროით 16:34 საათზე მოხდა. 

წალკასთან მიწისძვრა გუშინ 15:08 საათზეც დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში