ღირსების მარში ცენტრალურ გამზირზე გაიმართება, მაგრამ არა დღეს - Tbilisi Pride

17 მაისი 2019, 17:57 1802 ნახვა

Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ღირსების მარში ცენტრალურ გამზირზე გაიმართება, მაგრამ არა რუსთაველზე და არა დღეს, 17 მაისს. მარშს საზეიმო სახე არ ექნება. კონკრეტულ ლოკაციას ორგანიზატორები მოგვიანებით დაასახელებენ - ამის შესახებ on.ge-ის მარიამ კვარაცხელიამ უთხრა. 

''კარგი იქნებოდა დაგვეწყო ახალი ფურცლიდან, გვეცადა ახალი თარიღი, ახალი ლოკაცია, როდესაც არ არის ოჯახის სიწმინდის დღე, არ არის მასშტაბური ღონისძიებები" - ამბობს კვარაცხელია. 

რაც შეეხება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის ღონისძიებებს, იგი ამბობს, რომ ამ დღესთან დაკავშირებით დემონსტრაციებისა და აქციების მოწყობა არ იგეგმება.

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია, "ღირსების მარში" და სოციალური სპექტაკლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში