ბათუმში 4 ათას აბონენტს შუქი არ მიეწოდება 

17 მაისი 2019, 15:53 2430 ნახვა

ბათუმში გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება  რურუას, ლეონიძის, ტაბიძის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს, ხახულის და გაგარინის ქუჩების კვეთას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ  ენერგომომარაგება 20:00 საათამდე აღდგება.

ასევე, დილის ათი საათიდან ელექტროენერგია შეუწყდა ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ზ.გორგილაძის და მიმდებარე ტერიტორიას, კვარიათის, გონიოს დასახლებებს, აეროპორტის გზატკეცილს.  კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აბონენტთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტების სოფლებსაც:

ხელვაჩაურში - 10:30დან 19:00 საათამდე - ახალსოფელს, კირნათს, მახვიალურსა და ურეხის დასახლებებს.

ქობულეთში - 11:00დან 18:00 საათამდე - ჭახათს, ხუცუბანს, სამებას, კვირიკეს და მიმდებარე სოფლებს, ასევე, დაბა ჩაქვის ნაწილს.

ხულში -10:30დან 19:00 საათამდე - სოფლებს კორტოხს, პაქსაძეებს, კალოთას, ოშანახევს, მთა ვერნები.

შუახევში კი - 17:00დან 18:00 საათამდე სოფლებს ტაკიძეებს, ახალდაბას, ხიჭაურსა და ჭვანას.

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში