ბათუმსა და ქედაში ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეს აღნიშავენ

17 მაისი 2019, 14:47 1777 ნახვა

დღეს ფრიდონობაა. ბათუმსა და ქედაში ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის  ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეს აღნიშავენ. მწერალს 94 წელი შუსრულდებოდა. ფრიდონ ხალვაში 50-მდე წიგნის ავტორი და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატია.

დღეს მწერლის ოჯახის წევრები, ახლობლები და  კოლეგები მის საფლავთან შეიკრიბნენ. ფრიდონ ხალვაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული, სადაც პოეტი და პროზაიკოსი კიდევ ერთხელ გაიხსნეს და  მისი ლექსები წაიკითხეს.

დღესვე ღონისძიება გაიმართება ქედაში, სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში. ფრიდონობის დღესასწაული ქედის ცენტრალურ პარკში მწერლის სახელობის სკვერში კონცერტით დასრულდება. ღონისძიება 4 საათზე გაიმართება და მასში ადგილობრივი  ქორეოგრაფიული და მუსიკალური  ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში