ბათუმის ჩაბნელებულ პარკში 10 ვატიან ნათურებს ცვლიან 

17 მაისი 2019, 12:58 985 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში დაბალი სიმძლავრის ნათურებს ცვლიან. კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა, სულხან ევგენიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ 177-მდე ბოძსა და ჰორიზონტალურ სანათებზე ათ და ოც ვატიან ნათურებს, 50 და 100 ვატიანი ნათურებით ანაცვლებენ.  სამუშაოების ფოტოები, ფბ პირად გვერდზე კეთიმოსწყობის სამმართველოს ხელმძღვანელმა გამოქვეყნა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბათუმის ჩაბნელებულ პარკზე ორი დღის წინ, 15 მაისს წერდა. დაზიანებულ ნათურებსა და ნაწილობრივ გათიშული პროჟექტორების გამო, მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ტბის ირგვლივ ისეთი სიბნელეა, ღამით მარტო გადაადგილების ეშინიათ, ბავშვებს კი თამაში უჭირთ.

მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ პარკში დაბალი სიმძლავრის ნათურებია დამონტაჟებული და მათ რამდენიმე დღეში გამოცვლიდნენ. 

სულხან ევგენიძე ირწმუნება, რომ დაზიანებულ პროჟექტორებსაც გამოცვლიან ეტაპობრივად, მათ შორის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან იმპერატორის მიერ დარგულ 100 წლოვან ხესთან, რომელიც რამდენიმე თვეა გათიშული და დაზიანებულია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი