ქობულეთში მოიჯარეებს გადასახადი გაეზარდათ - საკრებულოს სხდომა

16 მაისი 2019, 15:00 321 ნახვა

ქობულეთის სანაპირო ზოლზე მოიჯარეებს ინვენტარის გადასახადი 20 პროცენტით გაეზრდებათ.  გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. წინააღმდეგ მხოლოდ ოპოზიცია წავიდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გაზრდილი თანხა მცირე მეწარმეებს ტვირთად არ დააწვება, ოპოზიცია კი საპირისპიროს ამტკიცებს და განმარტავს, რომ ფასი უარყოფითად აისახება დამსვენებლებზეც.

დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებას დაუჭირეს მხარი, ფინანსური დოკუმენტი 148 ათას 700 ლარით გაიზარდა. ასევე მიღებული ეკონომიების ხარჯზე, რომელიც მილიონ ლარზე მეტია, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო  განხორციელდება.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი