ბათუმის “დინამო” გორის “დილასთან” დამარცხდა

16 მაისი 2019, 12:49 1331 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი გაიმართა გორის ''დილასა'' და ბათუმის ''დინამოს'' შორის. მატჩი დასრულდა ანგარიშით 1-0.

დინამოელები ამ ეტაპისთვის 25 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან, გორელები კი 17 ქულით მე-7 ადგილზე. 19 მაისს, ბათუმელები ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებენ, გორის ''დილა'' კი გასვლით შეხვედრას თბილისის ''ლოკომოტივთან'' გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში