ხმაური ზუგდიდის საკრებულოსთან - ენმ-ის წევრები რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ

15 მაისი 2019, 21:19 453 ნახვა

დაძაბულობის ცენტრი 19 მაისს ზუგდიდი იქნება - ამაზე ახლა უკვე „ქართულ ოცნებაში“ ღიად საუბრობენ - ვითარების ესკალაციის მოლოდინი ოპოზიციის მხრიდან აქვთ. ოპოზიცია კი გაყალბების გეგმაზე საუბრობს და ბრალდების გასამყარებლად მოჰყავს კონკრეტული ფაქტები.  

ხმაურიანი ღამე ზუგდიდში კვლავ ხმაურით გრძელდება - ოპოზიცია დეპუტატისთვის, რომელიც ფარულ ჩანაწერში მონაწილეობდა, მანდატის შეჩერებას მოითხოვს. დაპირისპირება იყო ზუგდიდის საკრებულოს შენობაში.
 

საკრებულოს თავმჯდომარე გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს. წინასწარ გაცხადებული პოზიციის მიუხედავად მოთხოვნა უკვე დარეგისტრირებულია.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი